четверг, 17 июля 2014 г.

დღეს,  ჩვენ შევამოწმეთ საქაღალდეები.მოვუსმინეთ ერთმანეთის  პრეზენტაციებს.გავაკეთე პროექტის პრეზენტაცია.  ავტვირთეთ დრაივერზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

вторник, 15 июля 2014 г.

დღეს,  ვისაუბეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.ავღნიშნეთ,მასწავლებელი,  როგორც ფასილიტატორი თუ რა უნდა გააკეთოს მოსწავლისთვის.

суббота, 12 июля 2014 г.

დღეს საუბარი გვქონდა მოსწავლეთა შეფასებებზე,თუ როგორ უნდა შეფასდეს მოსწავლეები ჯგუფებში და ინდივიდუალურად.რას გვერჩოდით ამ სიცხეშიიიიიიი.ვწუხდები რაააააააა

четверг, 10 июля 2014 г.

პირველ რიგში გავუზიარეთ პროექტის პროცედურები ერთმანეთს.ამის შემდეგ დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე,კერძოდ შევქმენით ელექტრონული გაზეთი. ამის შემდეგ კორექტირება შევიტანეთ ჩვენს ბლოგზე.დღე იყო დამღლელი,ღმერთმა გააძლებინოს ჩვენს ტრენერს მაიკოს.

вторник, 8 июля 2014 г.

დღეს ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციაზე.  საავტორო უფლებებზე,  პრეზენტაცია ავტვირთეთ  გუგლის დოკუმენტში  და  ემბედე კოდის დახმარებით ავტვირთეთ ბლოგზე.ეს დღე ძალიან  შრომატევადი იყო.

суббота, 5 июля 2014 г.

დღეს, მეოთხე დღეს ვისაუბრეთ  პროექტის დროში გაწერილი გეგმის შეფასებაზე  და პროექტის პრეზენტაციაზე.ძალიან დავიღალე,მაგრამ შევძელი შეფასება.

среда, 11 апреля 2012 г.

პროექტის სახელწოდება:
„გაზაფხული იმერეთში“.
პროექტის მთავარი იდეა:
ყველას უხარია გაზაფხულის მოსვლა, მოსწავლეები აღწერენ გაზაფხულს იმერეთში.
პროექტის აქტუალობა:
გაზაფხული იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ამ დროს აღინიშნება დედის დღე-3მარტი,   ქალთა საერთაშორისო დღე-8მარტი.

პროექტის მიზნები:
მოსწავლეები გაათვიცნობიერებენ წელიწადის დროებს შორის განსხვავებას. დახატავენ ბუნებას გაზაფხულზე, რომელი ფერები სჭარბობს? ისაუბრებენ თბილ და ცივ ფერებზე. იმუშავებენ ჯგუფებად.გამოიმუშავებენ  კვლევისა და ძიების უნარებს.
მონაწილეთა ასაკი:
7-8წელი.
ვადები/ხანგრძლივობა/
2კვირა
მოსალოდნელი შედეგები:
მეტად საინტერესო, კარგი, მოსწავლეები ჩართულნი არიან აქტიურად.
პროექტისთვის საჭირო რესურსები:
საბავშვო ლიტერატურა, სიმღერები გაზაფხულზე, ინტერნეტი, ფერადი ფურცლები, ფერადი ფანქრები, წებო, მაკრატელი, ფოტო მასალა.
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეებს ვაძლევ გაზაფხულთან დაკავშირებულ პატარა ლექსებს, ეძებენ სიმღერებს, ხატავენ გაზაფხულის პეიზაჟებს, აკეთებენ მისალოც ბარათებს, ინტერნეტით მოიძიებენ მასალას გაზაფხულზე. კლასს დავყოფ ჯგუფებად: 1ჯგუფი აკეთებს სიტყვიერ  ჩანახატს, ლექსებს გაზაფხულზე, 2ჯგუფი-ნახატებს და აპლიკაციას, 3ჯგუფი-მოიძიებს ფოტოებს, მოეწყობა გამოფენა,ქმნიან კოლაჟს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწ.გეგმასთან/კავშირი
ქართული, ბუნება, ხელოვნება-შრომა.
პროექტის ხელმძღვანელი:
ნათია ლუტიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
nlutidse@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი:
nlutidze.blogspot.com