среда, 11 апреля 2012 г.

პროექტის სახელწოდება:
„გაზაფხული იმერეთში“.
პროექტის მთავარი იდეა:
ყველას უხარია გაზაფხულის მოსვლა, მოსწავლეები აღწერენ გაზაფხულს იმერეთში.
პროექტის აქტუალობა:
გაზაფხული იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ამ დროს აღინიშნება დედის დღე-3მარტი,   ქალთა საერთაშორისო დღე-8მარტი.

პროექტის მიზნები:
მოსწავლეები გაათვიცნობიერებენ წელიწადის დროებს შორის განსხვავებას. დახატავენ ბუნებას გაზაფხულზე, რომელი ფერები სჭარბობს? ისაუბრებენ თბილ და ცივ ფერებზე. იმუშავებენ ჯგუფებად.გამოიმუშავებენ  კვლევისა და ძიების უნარებს.
მონაწილეთა ასაკი:
7-8წელი.
ვადები/ხანგრძლივობა/
2კვირა
მოსალოდნელი შედეგები:
მეტად საინტერესო, კარგი, მოსწავლეები ჩართულნი არიან აქტიურად.
პროექტისთვის საჭირო რესურსები:
საბავშვო ლიტერატურა, სიმღერები გაზაფხულზე, ინტერნეტი, ფერადი ფურცლები, ფერადი ფანქრები, წებო, მაკრატელი, ფოტო მასალა.
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეებს ვაძლევ გაზაფხულთან დაკავშირებულ პატარა ლექსებს, ეძებენ სიმღერებს, ხატავენ გაზაფხულის პეიზაჟებს, აკეთებენ მისალოც ბარათებს, ინტერნეტით მოიძიებენ მასალას გაზაფხულზე. კლასს დავყოფ ჯგუფებად: 1ჯგუფი აკეთებს სიტყვიერ  ჩანახატს, ლექსებს გაზაფხულზე, 2ჯგუფი-ნახატებს და აპლიკაციას, 3ჯგუფი-მოიძიებს ფოტოებს, მოეწყობა გამოფენა,ქმნიან კოლაჟს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწ.გეგმასთან/კავშირი
ქართული, ბუნება, ხელოვნება-შრომა.
პროექტის ხელმძღვანელი:
ნათია ლუტიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
nlutidse@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი:
nlutidze.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий